0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, შეამცირეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთ, ვისი აზრიც თქვენთვის რადიკალურად მიუღებელია. ნუ ეცდებით ჯიუტად საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. 

კურო
დღეს დაგეგმილი საქმეები თქვენთვის უცნობი მიზეზის გამო შეიძლება უვადოდ გადაიდოს. თუმცა, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. გამოიყენეთ თავისუფალი დრო წვრილ-წვრილი საკითხების მოსაგვარებლად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. 

ტყუპი
ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას ნუ ეცდებით, თავ-გზა აგებნევათ და ვერც ერთს ვერ დაასრულებთ. დღეს მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ წვრილმანებისადმი. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კირჩხიბი
განწყობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგეცვლებათ. მხოლოდ მოვლენების ობიექტური შეფასება დაგეხმარებათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. 

ლომი
დაძაბული დღე გელით, მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას. კარგი დღეა უცხო ენის შესასწავლად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩასაწერად. 

ქალწული
გრანდიოზული გეგმების განხორციელება სხვა დღისთვის გადადეთ. დღეს დაზოგეთ ენერგია და მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. შეიძლება ისეთ რაღაც აღმოაჩინოთ, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. 

სასწორი
ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ნუ უყურებთ, განსაკუთრებით დღეს. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. 

მორიელი 
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. არავის არაფერს დაპირდეთ. ნუ ეცდებით იმ სიმართლის გარკვევას, რასაც გარშემო მყოფები გიმალავენ. უარყოფითი ემოციებისგან დაცლაში ვარჯიში დაგეხმარებათ. 

მშვილდოსანი
ემოციური დღე გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საქმიან პარტნიორებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისზეც თქვენი პროექტების მომავალია დამოკიდებული. ახალი გასართობი გამოგიჩნდებათ, რაც პირად ცხოვრებას უკან გადასწევს. 

თხის რქა
უამრავი საქმე, ვალდებულება, ინფორმაცია გელით. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. მოსალოდნელია დაუგეგმავ მივლინება. სამსახურის შემდეგ საოჯახო საქმეები მოაგვარეთ. 

მერწყული
კარგ შედეგებს მოგიტანთ დღეს დაგეგმილი საქმიანი შეხვედრები, მგზავრობა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანი საკუთარ გრძნობებში დაარწმუნეთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით გაცნობის საიტებზე ან სოცქსელებში. 

თევზები
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებთ, მათთან დამოკიდებულება კი დაგეძაბებათ. ფული მოზომილად ხარჯეთ. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ და ფუფუნების ნივთებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები