0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თავს დამნაშავედ არ ვცნობ" -სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე მსჯელობს

თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე, მოსამართლის შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აცნობს.

მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. 

არსებული ინფორმაციით, მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები