1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ადამიანს ჩასაქოლად რომ მიუგდებენ ბრბოს, ამ დროს მე აღარ მაინტერესებს რა დააშავა მან"

ნათია ფანჯიკიძე სოციალური ქსელით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს:

ადამიანს ჩასაქოლად რომ მიუგდებენ ბრბოს, ამ დროს მე აღარ მაინტერესებს რა დააშავა მან. იმდენად არ მაინტერესებს, რომ არაფრის ძიებას არ ვიწყებ, რა და რატომ უნდა მომხდარიყო, არც რამის მტკიცებას. არსებობს ისეთი შემზარავი რეალობა, განზრახვა, რომლის პირისპირ ნებისმიერი ადამიანი ნაკლებცოდვილია. აი, გამოიყვანეს მოსაკლავად და ამ დროს ხდება საოცრება, ბოროტმოქმედები გაკვირვებული და გამწარებული რჩებიან, სისხლით ვერ გაიძღეს სული, ადამიანებისგან ბრბო არ შედგა, ქვა არავინ არ აიღო. საქართველო არის ჯადოსნური ქვეყანა, რომელიც ვერასდროს ვერ იგუებს სისასტიკეს და ბოროტებას. 
ყველა უნდა ვეფეროთ ამ ქვეყანას და ერთმანეთს, ჩვენი ნამდვილი სახე ესაა, ძველი ერის ძალით, ღირსებით, დიდსულოვნებით სავსე ბუნება. ამის შეგრძნება ბევრად დიდი ბედნიერებაა, ვიდრე ნებისმიერი ჭრილობის სიმწვავე, რომელსაც გვაყენებენ. 
აბსოლუტური სიყვარულით და ამ ბედნიერებით მივდივარ ჩემს სიზმრებში. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები