1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

" ბორჯღალოსნებმა" რუსეთი ანგარიშით 24:7 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალაქ სოჭში გამართულ შეხვედრაში რუსეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 7:24 დაამარცხა. რაგბის ევროპის გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

საქართველოს რუსეთთან 20 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ქართველ მორაგბეებს უკვე 18 გამარჯვება დაუგროვდათ. ბოლოს ბორჯღალოსნებმა ისტორიულ მეტოქესთან 1993 წელს წააგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 19 მარტს, თბილისში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები