1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს

ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან გამოწერეს. მან დღეს დილიდან ექიმებთან საბოლოო შემოწმება გაიარა, და მედიკოსებმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. მედიკოსების შეფასებით პეტრიაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და აღარ საჭიროებს ჰოსპიტალურ დაკვირვებას.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა პირველი კომენტარი გააკეთა. პეტრიაშვილმა თავდასხმის მოტივზე არ ისაუბრა. მისი თქმით, დანაშაულის მოტივი გამოძებამ უნდა დაადგინოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეძლო მეორე თავდამსხმელის ამოცნობა, რადგან მას ნიღაბი ეკეთა.

პეტრიაშვილის თქმით, არსებობს დამკვეთი და მეორე თავდამსხმელი და ამბობს, რომ გამოძიება მანამდე არ იქნება დასრულებული, სანამ ისინიც არ იქნებიან დაკავებული.

პეტრიაშვილმა ცოტა ხნის წინ დაკავებულ ლევან მექვაბიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მას არ იცნობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები