1 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გურჯაანში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

სოფელ გურჯაანში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი გვიან ღამით ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა სოფელში მდებარე ღვინის საწარმოსთან მოხდა.

თვითმხილების ინფორმაციით, დარაჯი გია შანშიაშვილი თანასოფლელმა ქარხნიდან გაიყვანა და ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაშავებული გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ნიშნავს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები