1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძეზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს "გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ..."

გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატმა ირმა ბრელაძემ განაცხადა, რომ პაპიძეს დღესაც არ სჯერა, რომ მისი შვილი გარდაცვლილია.

"ისიც არ სჯერა, რომ ბავშვი გარდაცვლილია. ჩვენ წინა შესვლაზე, როდესაც ვიყავით სანახავად, გქონდა საუბარი, რომ ბავშვი ცოცხალია და მიმალავენ, რადგან პოლიციამ როდესაც წამომიყვანა, ბავშვი დავტოვე, სუნთქავდა, ცოცხალი იყო და შვილს მიმალავენო. ჩვენ იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი იყო, რაც ჩვენთვის იოლი არ იყო, რომ დედას უმტკიცო მისი შვილი გარდაცვლილია.

გარდა იმისა, რომ სადარბაზოსთან ქმარ-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვა, პაპიძემ მართლა არაფერი იცის. მართლა მთელი გულით სურს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პირველ რიგში, მის ინტერესებშია, დადგინდეს ვინ არის მისი შვილის მკვლელი", - აღნიშნა ირმა ბრელიძემ.

სწორედ ამ სტუმრობას გამოეხმაურა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და კოლეგებს მიმართა:

"ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისთვის სარისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყველაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. 

დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა... უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის.. 

გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!“ - წერს მარიამი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები