1 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 თებერვალს, ქალს უფლება აქვს ხელი სთხოვოს თავის რჩეულ მამაკაცს

29 თებერვალს ქალბატონებს უფლება აქვთ ხელი სთხოვონ თავიანთ რჩეულ მამაკაცებს – ასეთია ირლანდიური ტრადიცია. ეს წესი, რომლის თანახმად მამაკაცი რომელიც უარს იტყვის დაჯარიმდება, სათავეს იღებს ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.

გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრიგიტა ირლანდიელი წმინდა პატრიკთან მივიდა და მის მონასტერში მყოფი ქალების მწარე ხვედრის შესახებ შესჩივლა. ქალები ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდნენ და თანაც, ურთიერთობისას, ინიციატივის გამოჩენა ეკრძალებოდათ. ქალისთვის ხელის თხოვნა მხოლოდ მამაკაცს შეეძლო, ქალი კი ვალდებული იყო, ხელის თხოვნას დალოდებოდა. წმინდა პატრიკმა უფლება მისცა ქალებს, თავად გამოეჩინათ ინიციატივა, თუმცა, მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ - 29 თებერვალს. 

1288 წელს შოტლანდიელმა ლორდებმა მიიღეს დადგენილება, რომლითაც 29 თებერვალს ქალის მიერ მამაკაცისათვის ხელის თხოვნა დაკანონდა.

მოგვიანებით, ეს ტრადიცია ინგლისში, დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გადაიღეს, თუმცა არ დაუკანონებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები