1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საოცარი ფოტოა!"-ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი მგოსნის დახვრეტილი შვილის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა სოციალურ ქსელში მისი აქამდე უცნობი ფოტო გამოაქვეყნა და თან მიაწერა :

"ეს ფოტო პირველად ქვეყნდება საჯარო სივრცეში!საოცარი ფოტოა! 
მარცხნიდან რიგში დგანან ლევან რაზიკაშვილის ცოლისძმა, შუაშია ლევან რაზიკაშვილი, ვაჟას დახვრეტილი შვილი!
გვერდით კი მიხა რაზიკაშვილი, ვაჟას დისშვილი, 37 წელში ბოლო დახვრეტილი რაზიკაშვილი, მისი არქივი ახლახანს აღმოჩნდა ვასილ მჟავანაძის ქალისვილის ოჯახში!
დაბლა სხედან ლევან რაზიკაშვილის მეუღლე თამარი, პატარა ლუკა რაზიკაშვილი, ლევანის ვაჟი, ვაჟას პირველი ნანატრი შვილიშვილი და ბოლოს სალომე კაკაბლიშვილი, მიხა ხელაშვილის და,
აი ის ადამიანი ვინაც მიხას ტყეში გაჰყვა თოფით და მისი დევნა გაიზიარა!
ვინაც ხელაშვილის ნეშტი მოიპარა დუშეთის მილიციის ეზოდან, ხურჯინებით აიტანა ჩარგალში და თავისი ხელით დაასაფლავა ასევე ნატანჯი დედის გვერდით! 
აი ეს ხალხი გაჩვენეთ დღეს! 
გიყვარდეთ და მოიხსენეთ, მათ დაიმსახურეს!"


კომენტარები

მსგავსი სიახლეები