1 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თურქეთში 3 რუსი დააკავეს,რომლებიც სტამბულის აფეთქებასთან იყვნენ დაკავშირებული

სტამბულის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირებს შორის სამი რუსეთის მოქალაქეა. ისინი საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

გამოძიების ვარაუდით რუსეთის მოქალაქეები ეჭვმიტანილი არიან დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში.

რეიდები თურქეთის 5 პროვინციაში ჩატარდა და საერთო ჯამში 59 ადამიანია დაკავებული.

თურქი სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის შესაძლოა სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორის თანამზრახველებიც აღმოჩნდნენ. აფეთქებას, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში სირიელმა ტერორისტმა მოაწყო, 10 უცხოელი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები