1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 ყველაზე პოპულარული მკითხაობა მომავალი საქმროს ვინაობაზე


  ახალი წლის დღეეებს თითქმის ყველასთვის  ახალი იმედები მოაქვს. ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული, გასათხოვარ  გოგონებს სჯეროდათ, რომ სწორედ ამ ახალი წლის დღეებში შეეძლოთ მკითხაობის დახმარებით  გამოეცნოთ, თუ ვინ იქნებოდა მათი მომავალი მეუღლე.

 გავიხსენოთ ყველაზე პოპულარული  მკითხაობა საქმროს ვინაობის ამოცნობაზე და სურვილების ასრულებაზე

1.   თუ ახალ  წელს სახლში არ შეხვდით და სამოგზაუროდ  წახვედით, ან უბრალოდ  სტუმრად ხართ  და ღამის გათენება იქ  მოგიწიათ , მაშინ ძილის წინ შემდეგი  სიტყვები უნდა წარმოთქვათ: „ ვიძინებ ახალ საწოლში, ჩემო საქმროვ დამესიზმრე ისე, რომ შენი სახე დავინახო“ ამის შემდეგ ხმა არ უნდა ამოიღოთ დილამდე

2.   ძილის წინ ჭამეთ ძალიან მარილიანი კვერი . საწოლში რომ ჩაწვებით გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები: ვინც  არის ჩემი მომავალი საქმრო , მან მომიტანოს სიზმარში წყალი და დამალევინოს

3.   მკითხაობა ბეჭედზე- წყლიან ჭიქაში ათავსებთ  ჯვარდაწერილ ბეჭედს და დიდხანს უყურებთ ბეჭდის შუაში, სადაც როგოც ამბობენ, მომავალი საქმროს სახე გამოჩნდება

4. ამ მკითხაობისთვის აუცილებელია, რომ სახლში  მარტო იყოთ . გაშალეთ სუფრა  ორი ადამიანისთვის, დაანთეთ ორი სანთელი ,თუმცა მაგიდაზე არ დადოთ იდოს ჩანგალი და დანა. შემდეგ  წარმოთქვით სიტყვები : ჩემო მომავალო საქმროვ, გთხოვ

დამესიზმრე -როგორც ამბობენ ამ დროს გასათხოვარი გოგონები საქმროს იმ ტანსაცმელში ხედავენ, რაც მას ქორწილში ეცმევა

5.   მკითხაობა ჩექმით

ჩექმაში იდება გასარები, საქორწინო ბეჭედი, კამპეტი, მონეტა, ნივთების რაოდენობა და იდეა დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობასა და ფანტაზიაზე . ვინც რას ამოიღებს ჩექმიდან ისეთი წელი ექნება . მაგალითად ბეჭედი - გათხოვება , გასაღები-ახალი სახლი, კამპეტი- სიტკბო , მონეტა-ბარაქა, ფული და ასე სემდეგ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები