1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,იმდენად არაკომპეტენტურად და სასაცილო პერსონაჟად მიაჩნიათ, რომ მერიისთვის ყველაფერი "მოსულა""

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელით თბილისის მერის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს:

რამდენჯერმე დავწერე რომ თბილისის საახალწლო განათება ლამაზია. მართალია, მხოლოდ ვაკე და ვერაა კარგად განათებული, მაგრამ ამას ხაზი არ გავუსვი.

ეს სილამაზე რომ კარგად გამოჩენილიყო საახალწლო გადაცემის მონოლოგი ქუჩაში ჩავწერე:) იმ გადაცემის, რომელსაც ზუსტად ვიცოდი მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

ეს მათთვის ვისაც გონია რომ კარგს ვერ ვხედავ.

გავიარე გუშინ ქალაქში და უკვე ჩაბნელებულია ნახევარი ქალაქი. ისეთი ცუდი შესახედი იყო რუსთაველი... ამ ნარმანიას ეჭვი მაქვს მერად მისივე სამსახური არ აღიარებს. იმდენად არაკომპეტენტურად და სასაცილო პერსონაჟად მიაჩნიათ, რომ მერიისთვის ყველაფერი "მოსულა".

იქნებ დროა აღიაროთ რომ ქალაქის მერი თქვენი პოლიტიკური შეცდომა იყო. ქალაქის განათებას ვინ დაეძებს, თავად ქალაქს აღარ ჰყავს დედა. ვადამდელზე იფიქროთ დროა მეგობრებო. თორემ როცა ამის დრო მოვა, ისეთ დღეში იქნებით თქვენ ხმას აღარავინ მოგცემთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები