1 2 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეზობლების თქმით პაპიძემ მკვლელობის იარაღი, ჩაქუჩი ერთი დღით ადრე იყიდა

25 წლის მაგდა პაპიძეს ბრალი ოფიციალურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს. გამოძიება მას ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლობაში ადანაშაულებს.


ბრალდებულის ადვოკატი საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ჯერ ვერ საუბრობს, ამბობს რომ გარკვეული ექსპერტიზები დასრულებული არ არის. პაპიძის დამცველის ცნობით დანაშაულის იარაღი ჩაქუჩია, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, თუმცა არ აკონკრეტებს არის თუ არა მასზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები.

 

ხათუნა ჩხაიძის მტკიცებით მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს და მკვლელობის სხვა ვერსიაზე საუბრობს.

 

ფერაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მაგდა პაპიძემ ჩაქუჩი მკვლელობამდე ერთი დღით ადრე იყიდა. მათივე ვარაუდით, 25 წლის გოგომ საკუთარი ქმარი ბლაგვი საგნით მძინარე მოკლა. მეზობლების გადმოცემით მათ შემთხვევამდე ჩხუბი არ გაუგიათ და ისინი გარეთ მხოლოდ მაგდა პაპიძის ყვირილზე გავიდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები