1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში მოკლული მამა-შვილი იპოვეს

გამთენიისას თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული მამა-შვილი იპოვეს. 27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები