1 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

უიშვიათესი ფოტოები-უილიამ შექსპირის სახლი

უილიამ შექსპირი დაიბადა სავარაუდოდ 1564 წელს. ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. იგი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანის ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.
1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდა სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე .
სახლი სადაც შექსპირი ცხოვრობდა დღეს სტრეტფორდის ღირსშესანიშაობების სიაში შედის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები