1 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იდეების განხორციელებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების დღეა. კარგი დღეა საყიდლებისთვისაც. გააუმჯობესეთ ურთიერთობები - პირადი და საქმიანი. 

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. შესაძლოა, ძველ საქმიანობა მიატოვოთ და ახალი პროექტების განხორციელებას მიჰყოთ ხელი. 

ტყუპი
ინიციატივისა და შრომისმოყვარეობის გამო გაგიმჯობესდებათ დამოკიდებულება უფროსთან და კოლეგებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
რომანტიკული ნაცნობობა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება გელით. დაქორწინებულება საღამო მეუღლესთან ერთად გაატარეთ. 

ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და იმ ნივთის შეძენას შეძლებთ, რომელზეც ოცნებობდით. ახლობლებიც გაანებივრეთ საჩუქრებით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
სასიამოვნო ცვლილებები გელით, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურში. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

სასწორი
პოზიტიური და სასიამოვნო ამბებით დატვირთული დღე გელით. კარგი დღეა თვითანალიზისა და სულიერი განვითარებისთვის. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. 

მორიელი 
დღეს ყველასა და ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენთ. არ გაგიჭირდებათ მატერიალური საკითხების მოგვარება. მარტოხელებს სამსახურში რომანის დაწყება ან ფლირტი ელით. 

მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა
პოზიტიური მოვლენებითა და სასიამოვნო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. 

მერწყული
განწყობა გაგიუმჯობესდებათ და დაკისრებულ ვალდებულებებს მარტივად გაუმკლავდებით. აგრეთვე, - დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთი ვალს დაიბრუნებს, ზოგიც ლატარიაში მოიგებს ან აქციებში გაიმარჯვებს. სასიხარული ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები