1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თელავში, ქალი ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლეს

53 წლის ქალი ნაჯახით მოკლეს თელავში. მკვლელობა გარდაცვლილის დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეჭვმიტანილს მოკლულის ვალი ჰქონდა 800 ლარამდე და ამის მიუხედავად დამატებით ფულს სთხოვდა, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.

ეჭვმიტანილმა ქალი ბინის კართან ნაჯახით თავში რამდენჯერმე დარტყმით მოკლა. ის თელავში მცხოვრები 31 წლის მამაკაცია. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები