1 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორი იქნება 2016- წითელი მაიმუნის წელი

როგორც უკვე ვიცით მომავალი 2016 წელი წითელი მაიმუნის წელია ჩინური კალენდრის მიხედვით. თუმცა, იგი არა უშუალოდ 31 დეკემბერს, არამედ თებერვლის ბოლოს აიღებს სრულუფლებიანად მართვის სადავეებს ხელში.

მაგრამ საიმისოდ, რომ მაიმუნის გული მოვინადიროდ, მის დასახვედრად მზადებას სასურველია, დიდი ხნით ადრე შევუდგეთ. მაიმუნს ხომ მრავალფეროვნება, მაქსიმალური კრეატივი და თავგადასავლები ხიბლავს. 

ასტროლოგები თვლიან, რომ მაიმუნის წელს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობები, აღმოჩენები, იდეები და თავბრუდამხვევი მოვლენები მოაქვს. მაიმუნი განსაკუთრებით სწყალობს "ტექნიკას". მაგალითად ზუსტად წითელი მაიმუნის წელში მოხდა მსოფლიოში პიველი რადიოსიგნალის გადაცემა, აშენდა პირველი რკინიგზა და სხვა. 

მაიმუნს დიდი ენერგია მოაქვს, თუმცა ადამიანებს აუცილებლად უნდა ეყოთ სითამამე და აქტიურობა საიმისოდ, რომ ამ წელს საკუთარ, ყველაზე თამამ ოცნებებს შეასხან ფრთები. გახსოვდეთ, მაიმუნი მხოლოდ და მხოლოდ რისკიანებსა და გაბედულებს დაასაჩუქრებს. 

ოცნების სახლის აშენებას გეგმავთ? საკუთარი კომპანიის გახსნა გსურთ? საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გინდათ, მაპუტუს დიალექტის სწავლა თუ თვითმფრინავის შტურვალთან დაჯდომა? წინ მეგობრებო, წინ! მაიმუნის წელი ყველა თქვენს გიჟურ ჩანაფიქრს აუნთებს მწვანე შუქს. მათ კი, ვისაც პროგნოზირებადი ცხოვრება მოსწონს და სიახლეების ეშინია, შესაძლებელია, დიდი რყევები და ქარტეხილებიც დაატეხოს თავს, მარტოოდენ იმიტომ, რომ დაანახვოს, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია სინამდვლეში ცხოვრება. მთავარია, საკუთარ თავს ერთ ადგილზე გაჩერების უფლება არ მისცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაიმუნის წლის ფეთქებადი ენერგეტიკა თქვენშივე გამოიწვევს შფოთვას და შინაგან კონფლიქტს, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად კითხვის ქვეშ დააყენებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. 

გამომდინარე იქედან, რომ მაიმუნს აზარტი და თამაშები იზიდავს, ახალი წლის ღამის გატარება მყუდრო გარემოში ან ვიწრო ოჯახურ წრეში აქედანვე გამოირიცხა. მაიმუნი აღმერთებს ხმაურს, მუსიკას და ფერებს. შესაბამისად, დაგეგმეთ თქვენი ახალი წელი მეგობრებთან ერთად, ორიგინალურ გარემოში, თუნდაც სახურავზე, ხმაურიან ფეიერვერკებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ სიურპრიზების მოწყობა, მაიმუნი გიჟდება იუმორსა და გათამაშებებზე. ამიტომ ახალი წლის ღამეს მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ როგორც თქვენი, ისე თქვენი სტუმრების მხიარული და აზარტული განწყობა. http://www.astrologi.ge/astro-ambebi/4978-rogori-iqneba-damdegi-akhal-tseli-rchevebi-tsitheli-maimunis-kudith-dasatcerad.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები