1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შს მინისტრმა 99 ათას ლარიანი მანქანა BMW X6 საპატრულო პოლიციას გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციას 99 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილი BMW X6 გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, ავტომობილი სამინისტრომ 2011 წელს შეიძინა

"მინისტრი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტიპის ავტომანქანით არ უნდა სარგებლობდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები. გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა საპატრულო პოლიციას, რათა ის უშუალოდ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დამყარებას მოემსახუროს. სამინისტროს განკარგულებაში ამ დროისთვის იმყოფება მსგავსი კატეგორიის კიდევ რამდენიმე ავტომანქანა, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე საპატრულო პოლიციას გადაეცემა,"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები