მსოფლიო
თურქული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა
2015-11-26 11:10:38
თურქული მედია საშუალებების ინფორმაციით, რუსეთმა სირიის ჩრდილო დასავლეთით თურქეთის ჰუმანიტარული კოლონები დაბომბა. გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. დაღუპულია 7, ხოლო დაშავდა 10 ადამიანი.
ასევე ვრცელდება კადრები, სადაც ცეცხლწაკიდებული სატვირთოები ჩანს, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების ფონდი კი უარყოფს იმ ფაქტს, რომ სატვირთოები მისი საკუთრება იყო.
გარდა ამისა, რუსეთი მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა ავია იერიშებს ქალაქ ლატაკიაში სირიელ ამბოხებულებზეც.
კომენტარები