1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ღია ზეწოლა ნებისმიერ მაუწყებელზე საქართველოს პოლიტიკური უბედურებისკენ მიიყვანს"


ჟურნალის Newsweek-ისა და გამოცემის The Daily Beast-ია მოსკოვის კორესპონდენტმა, ანა ნემცოვამ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება რუსეთში განვითარებულ ამბებს შეადარა და NTV-სთან გაავლო პარალელი.

"ჩემი ინფორმაციით, საქართველოში წამყვან, დამოუკიდებელ მედია საშუალებაზე - რუსთავი 2-ზე შეტევა ხორციელდება. ეს მოვლენები მახსენებს NTV-ზე მომხდარ თავდასხმას. მაშინ რუსეთმა დროულად ვერ მოახერხა დაეცვა ტელევიზია და ჩვენ დავკარგეთ ის. NTV-ს დაკარგვით კი მოსახლეობამ დაკარგა თავისუფალ და დამოუკიდებელ ახალ ამბებზე წვდომა. ვიმედოვნებ, რომ საქართველო შეძლებს რუსთავი 2-ის შენარჩუნებას და ქვეყნის ლიდერები, მაშინაც კი, როდესაც მათ აკრიტიკებთ, მოახერხებენ ჟურნალსტების დაცვას," - განაცხადა ანა ნემცოვამ.   

ანალიტიკოსმა, მწერალმა და ჟურნალისტმა, ლორენს სკოტ შიტსმა კი აღნიშნა, რომ მედია საშუალებებზე თავდასხმის მცდელობას ყოველთვის პოლიტიკურ კატასტროფამდე მივყავართ.

"მედია საშუალებებზე თავდასხმის მცდელობას ყოველთვის პოლიტიკურ კატასტროფამდე მივყავართ. ასე რომ, სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით, ღია ზეწოლა ნებისმიერ მაუწყებელზე საქართველოს პოლიტიკური უბედურებისკენ მიიყვანს," - აღნიშნა ლორენს სკოტ შიტსმა. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები