სოც. მედია
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-11-11 00:05:18
ვერძი
სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში, მარტოხელებს - რომანტიკული ნაცნობობა. კარგი დღეა სწავლისთვის. ახალი საქმეების დაწყებას ნუ იჩქარებთ.
კურო
წარმატება თქვენს მხარესაა, გააქტიურდით, დასაშვებია რისკი და ავანტიურაც. უკეთესობისკენ შეგეცვლებათ პირადი ცხოვრება. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს. საღამოს სტუმრებს უმასპინძლეთ.
ტყუპი
ზოგიერთი საქმიანობის, სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ და დაისვენეთ.
კირჩხიბი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ზოგიერთს შემოსავლის ახალი წყარო გამოუჩნდება. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, რომანტიკული შეხვედრები, მგზავრობა.
ლომი
სამსახურის საქმეებისგან დაისვენეთ და დღე საოჯახო ვალდებულებებს დაუთმეთ. მეგობრები გაჭირვებაში არ მიგატოვებენ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ქალწული
ცვლილებების დღეა. საქმიანობისას გამოიჩინეთ ინიციატივა, წარმატებისთვის არ მოერიდოთ ავანტიურასაც (ზომიერების ფარგლებში, რა თქმა უნდა). წარმატება საქმეებში გარანტირებული გაქვთ.
სასწორი
დღეს სამსახურისა და საოჯახო საქმეებისგან უნდა დაისვენოთ. ენერგია აღიდგინოთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.
მორიელი
სამსახურის საქმეების მიუხედავად, ყურადღება არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს და შვილებს. საღამო ოჯახურ, ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
ზოგიერთი ფულად დახმარებას უცხოეთიდან მიიღებს. ზოგიც სასიყვარულო ურთიერთობას უცხოელ პარტნიორთან გააბამს.
თხის რქა
ზოგიერთს დაწინაურება ან ხელფასის მომატება ელის. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მერწყული
ზოგიერთი ხელსაყრელ ხელშეკრულებას გააფორმებს. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას და დაფიქრებულად იმოქმედეთ. საღამო ახლობლებზე ზრუნვას დაუთმეთ.
თევზები
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან. ყურადღებით განიხილეთ ახლი შემოთავაზებები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კომენტარები