1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"სახალხოდ ვდებ პირობას, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის კონცერტზე არ ვიმღერებ"

ოთო ნემსაძე „რუსთავი 2“-ის კონცერტზე გამოსვლის შემდეგ გააკრიტიკეს , სწორედ ამიტომ მომღერალმა სოციალურ ქსელში  მიმართვა გამოაქვეყნა 
„მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, დებო, ძმებო, სრულიად საქართველოვ, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. ბოდიში მინდა მოვიხადო იმის გამო, თუ ჩემდა უნებურად რომელიმე პოლიტიკური ძალის უკან დავდექი, მეგობრების და ოჯახის სიყვარულზე მაღლა არაფერი არ დგას ჩემთვის. საერთოდ, არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი და სულ ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა პოლიტიზებული კონცერტები, სახალხოდ ვდებ პირობას, რომ არც ერთი პოლიტიკური ძალის კონცერტზე არ ვიმღერებ, სადაც იქნება ნებისმიერი პოლიტიკური მოწოდებები!..ხოო, თუ ვინმეს მაინც ჩემი ამ ქვეყნის მიმართ სიყვარულში ან ჩემს კაცობაში ეჭვი ეპარება, ნებისმიერ დროს შევხვდები და გავესაუბრები!იდევ ერტხელ გიხდით ბოდიშს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებში არ წერია ოთო ნემსაძე!მიყვარხართ, მუდამ თქვენი ოთო...“ 

ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ, მალევე, ოთომ თავისი პირადი გვერდი გააუქმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები