1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამერიკის საელჩო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

”აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას.” - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის საელჩოს ოფიციალურ Facebook-ზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები