1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჯენერიკი ბრენდული წარმოების შემდეგ ანალოგიური ფორმულით დამზადებული მედიკამენტია

ჯანდავის სამინიტრომ მედიკამენტებზე ფასების დასარებულირებლად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების შემოსვლა დაანონსა. ჯენერიკული მედიკამენტების იმპორტსა და მის რეალიზაციაზე „რეალ ფარმას“ პროდუქციის მენეჯერს თეა კერესელიძეს ვესაუბრეთ:

„ჩვენი კომპანია მედიკამენტებს არ აწარმოებს. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნების . სხვადასხვა მწარმოებლებთან. სააფთიაქო ქსელი არ გვაქვს, თუმცა ვამარაგებთ სხვა ქსელებს. ჩვენ მედიკამენტები  იტალიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან და ინდოეთიდან შემოგვაქვს.  ჯენერიკი კლასიკური გაგებით უსაფრთხო მედიკამენტია, თუმცა სხვა შეხედულებაა საზოგადოებაში.  ჯენერიკს ხშირ შემთვევაში, საერთაშორისო დასახელებით უწოდებენ აქტიურ ნივთიერებას. თუმცა საერთოდ ჯენერიკი  ბრენდული წარმოების შემდეგ იგივე ფორმულით დამზადებული მედიკამენტია, რომელსაც ამზადებს სხვა ქვეყანა, სხვა მწარმოებელი და განსხვავებული დასახელებით. შესაბამისად, ჯენერიკი არის იგივე შემადგენლობის, იგივე აქტიური ნივთიერების შემცველი მედიკამენტი, როგორიც ბრენდია.“

რაც შეეხბა ჯენერიკების ხარისხს, „რეალ ფარმას“ წარმომადგენელი განმარტავს: „ის ფაქტი, რომ მედიკამენტი ინდოეთში, ან აზიის სხვა ქვეყანაშია წარმოებული, მის ხარისხს არ განსაზღვრავს. რადგან ბევრ ფარმაცევტულ კომპანიას ქარხანა გააჩნია აღნიშნულ ქვეყნებში და ხარისხის კონტროლსაც სათანადო დონეზე ახორციელებენ.“

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები