1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა

რუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს ქმნის. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა გააკეთა


"ჩვენ ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთხელ განვაცხადეთ,  რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პოზიცია. ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათი თამაშის წესებს. ჩვენი სურვილია ვაკეთოთ ის საქმე, რაც ვიცით – გავაშუქოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჩვენი მიზანია ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები. თუმცა, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესების შემდეგ, საზოგადოების ნაწილს შესაძლოა დარჩეს კითხვები. ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. 

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. ეს მოიცავს, როგორც ახალ ამბებს, ასევე ანალიტიკურ და პოლიტიკურ პროგრამებსაც.

ეს ინიციატივა ჩვენ დღეს განვიხილეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე. 
რამდენადაც ის სავსებით მისაღები აღმოჩნდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებისთვის, ვესაუბრეთ ამის შესახებ არხის ხელმძღვანელობას, დამფუძნებლებს და გვაქვს მათი თანხმობა შემდეგზე.

საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში
მისცემს არხს რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმარტულებით.
იქნება დავების განხილველი მეორე ინსტანციის ორგანო დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს ამ დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს. ამ ეთერით ჩვენ გვინდა მივმართოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ მიიღონ ჩვენი შეთავაზება და გახდნენ რუსთავი ორის საზოგადოებრივი საბჭოს წევრები. ეს ორგანიზაციებია:

 
• ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
• საერთაშორისო გამჭვირვალობა
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
• სიდა
• მედიის განვითარების ფონდი
• სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
• საქართველოს რეფორმების ასოციაცია
• ფონდი ინტერნიუსი
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

გარდა ამისა ეს შეთავაზება ჩვენ გავუკეთეთ:

• ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილს;
• მედიამკვლევარი ნინო დანელიას;
• ჟურნლაისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილს.

ჩვენი სურვილია უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს პირველი სხდომა,"- განაცხადა გიორგი ლაფერაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები