1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას"

"კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადებაში მედიაზე ისაუბრა. 

"ხელისუფლება მხარს უჭერს უპირობოდ მედიის თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება რუსთავი 2-თან დაკავშირებული სასამართლო დავა, საქართველოს დღეს ჰყავს და ეყოლება თავისუფალი მედია.

მათ კი, ვინც გეგმავს, ჩანაწერების მიხედვით, დადგმულ შესაძლო შეთქმულებაში მონაწილეობას, კატეგორიულად მივმართავ, კარგად დაფიქრდით, უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში.

სახელმწიფო და პირადად მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და გარანტი ვიქნებით იმისა, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, თითოეული ჟურნალისტის და ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის.

მე მივმართავ ჟურნალისტებს და ყველას, კარგად დაფიქრდით, არ მოხდეს თქვენი გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და უნებურად, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციის, შესაძლო შეთქმულების თანამონაწილე არ აღმოჩნდეთ"-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები