1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდო

მოსამართლემ რუსთავი 2-ის იურისტების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ხვალ 11 საათისთვის გადადო. საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ საპაექრო სიტყვას რუსთავი 2-ის იურისტები ხვალ წარმოთქვამენ. 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის იურისტებმა დღეს მოსამართლეს მიმართეს შუამდგომლობით, რომ მიეცა მათთვის დრო სრულყოფილას შეესწავლათ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ერთადერთი მოწმის ჩვენება. ასევე რუსთავი 2-ის იურისტები მოწმის 3 საათიანი ჩვენების სრულ ჩანაწერს ითხოვდნენ. 

რუსთავი 2-ის იურისტებს საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი აღნიშნულ ჩანაწერს ერთი საათის განმავლობაში გადასცემს. 

სხდომის გადადების წინააღმდეგები იყვნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები. მათ დღეს არც ის არ გამორიცხეს, რომ თუ მოსამართლე მათ სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას დაუყონებლივი აღსრულება მოეხდინათ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები