1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოჯახი, სადაც 38 ხატს სდის მირონი- რამდენი წლის უშვილოებს ეყოლათ ბავშვები ?


 მარინე კაკოშვილი: 22 წელია, რაც რუსთავში ვცხოვრობ. ოთხი შვილი მყავს. უკვე 13 წელია, სისტემატურად დავდივარ ეკლესიაში, მანამდე მხოლოდ დღესასწაულებზე მივდიოდი და ვანთებდი სანთელს. ყოველთვის  ბევრი ხატი მქონდა, თუმცა მსგავსი რამ ჩემს ოჯახში აქამდე არ მომხდარა. 22 დეკემბერს პირველად ჩემმა რძალმა შეამჩნია, რომ ხატს მირონი სდიოდა – ახალი ჩამოსულები ვიყავით სოფლიდან და, სახლში რომ შემოვედით, მითხრა: მარინა, ნახე, სულ სველია ხატიო. დედა მყავს ძალიან მორწმუნე, მაშინვე მას დავურეკე და ვკითხე. მერე მოძღვარს ვანახვე ხატი და, მან მითხრა, რომ ეს მირონი იყო. როცა უკვე ოთხ-ხუთ ხატზე დაიწყო მირონმა დენა, მეუფესთან წავედი და ხატებიც თან წავიღე. მეუფემ კურთხევა მომცა – მომლოცველებს თავად ეცხოთ, ჩავარდნილებისა და უნარშეზღუდულებისთვის კი გამეცა. რვა თვე გავიდა, რაც მირონმა დაიწყო დენა. დღეისთვის 38 ხატი და ერთი ქვაა მირონმდინარე. არქიმანდრიტი გვყავდა სტუმრად. რკინის ჩარჩოში ჩასმულ წმინდა ნიკოლზს მოსდიოდა მირონი და ერთმა ქალბატონმა ჰკითხა, ამაზე რას იტყვითო. მან კი მიუგო, ჯერ სად ხართ, ქვებსაც წამოუვა მირონიო და მეორე დღეს ერთ ქვას მართლა დასდინდა მირონი.  ვცდილობ, ყველა მსურველს დავეხმარო, ამიტომ, სადაც შემიძლია თავადაც მიმაქვს მირონი, 12 ქვეყანაშიც კი გავგზავნე.
– თქვენს ოჯახში ხატებზე მირონის გადმოსვლას რაიმე განსაცდელს ან მოვლენას ხომ არ უკავშირებთ?
– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მეუფემაც მკითხა, რამე განსაცდელი ხომ არ გქონიათო, მაგრამ არ ვიცი. განსაცდელი ყველა ადამიანს აქვს, ყველა ოჯახშია. გაჭირვება და მძიმე პერიოდი ჩვენც გვქონია. ძალიან გამიჭირდა, როცა ჩემი შვილი, გიორგი, მონასტერში წავიდა – მალე შავ ბერად უნდა აღიკვეცოს, უკვე სამი წელია, მორჩილებაშია. მეუფემ ისიც მითხრა, რომ გიორგის მადლი იყო ეს ყოველივე. ორი წლის წინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით – სახლი გავყიდეთ და ფული რაც  დაგვრჩა, მაკლერმა წაიღო თაღლითურად. ბინა აღარ გვქონდა და სამ ბავშვთან ერთად ქირით ვცხოვორობდი, ბარბარე მერე დაიბადა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვიდი თვე ეშმაკი მყავდა სახლში. არ ვიცი, ამ ამბავს ვინმე დაიჯერებს თუ არა, არც მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ, ყოველივე  ეს პირადად მე გადამხდა თავს. როცა სახლში არავინ იყო და მარტო ვიყავი, მაშინ ჩნდებოდა. თავიდან ვერ ვხედავდი, მარტო სიარულის ხმა და ფარდების შრიალი მესმოდა. პირველად თავში ჩამარტყა. ვიფიქრე, სახლში არავინაა და, ნეტავი რა იყო-მეთქი, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. რამდენიმე კვირის შემდეგ კიდევ განმეორდა იგივე და მივხვდი, რომ არ მეჩვენებოდა. სულ ხუთჯერ გამოჩნდა და ხან ხელს მკრავდა, ხან მირტყამდა, ბევრჯერ წიგნი გამაგდებინა ხელიდან. მახსოვს, ოთახის გარშემოც კი მარბენინა. სახლში არ მიჯერებდნენ, მეუბნებოდნენ, გეჩვენება, რატომ იტყუები და გვაშინებო. ერთხელ სოფელში ვიყავი წასული და ჩემმა ბიჭმა დამირეკა (მარტო იყო სახლში): დედა, ჩამოდი, აღარ გეტყვი, რომ რამე გეჩვენება, მეც მესმის სიარულის ხმა, აქვე დადისო. ჩემს შვილს არ შეხებია, მხოლოდ მე მირტყამდა. მამაოს რომ ვუამბე ეს ყოველივე, მითხრა, არ თქვა ვინმესთან, არავინ დაგიჯერებს და გიჟი ეგონებიო. მთავარია, რომ  შენ არ გეშინია, „მამაო ჩვენო” თქვი, პირჯვარი გადაისახე და ვერ შეგეხებაო. ეშმაკი ბოლოს 16 დეკემბერს იყო ჩემს სახლში, 22 დეკემბერს კი ხატს მირონი წამოუვიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. 
– არ გეშინოდათ? 
– შვიდი თვის განმავლობაში სულ 5-ჯერ მაგრძნობინა, რომ ჩემს სიახლოვეს იყო. მხოლოდ ერთხელ შემეშინდა, რადგან, დავინახე, როგორიც იყო. მაშინ მეცხრე სართულზე ვცხოვრობდით და ლამის ფანჯრიდან გადავხტი. ღამე იყო, მეძინა და უცებ გამომეღვიძა. რაღაც ლანდი დავინახე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ბალიში მაღალზე მედო და საწოლზე ვიყავი მიყრდნობილი წამებში ზურგიდან ვიგრძენი, რომ ვიღაც ძვლებს მამტვრევდა. ჩემი ქმარი მორიგე იყო, ძმა და მამათილი კი იყვნენ სახლში, მაგრამ, ვერცერთს ვერ დავუძახე და შიშისგან საბანში ჩავძვერი. წითელი თვალები ჰქონდა და ბეწვებიანი იყო. დილით სიზმარივით მახსოვდა ეს ყველაფერი. სარკეში რომ ჩავიხედე, თვალები სულ წითელი მქონდა, მაშინვე დავურეე დედას, თუმცა, არ დაიჯერა და ჩემი დამშვიდება დაიწყო. თვალები, ალბათ, იმიტომ გაქვს წითელი გაცივდიო. ორი კვირაც არ იყო გასული, მეშვიდე სართულიდან მეზობელი ამოვარდა – კაცები არავინაა სახლშიო? რა ხდება-მეთქი? ეშმაკი დგას სამზარეულოში დოინჯშემოყრილი და სახლში არ მიშვებსო. ავაწერინე, როგორი იყო, რაც დაინახა და, ზუსტად ემთხვეოდა ჩემ მიერ დანახულს. ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში, მეორე სართულზე მცხოვრებ ოჯახშიც ყოფილა. შემთხვევით შევხვდი იმ მეზობელს და თავისი გასაჭირი მომიყვა: წუხელ მთელი ღამე არ გვძინებია, ჩემს მეუღლეს რაღაც ახჩობდაო. მთვრალი იყო-მეთქი? არა, ხელებს იქნევდაო, შუქი რომ ავანთე, საძინებელში დანარცხების ხმა გავიგონეთ, მაგრამ ისე ვერავის ვხედავდითო. ჩემგან წასულმა, შეიძლება ითქვას, მოიარა მთელი სადარბაზო – ჯერ მეშვიდეზე ჩავიდა, მერე – მეორეზე. იმ პერიოდში სამი მიცვალებული გვყავდა სამეზობლოში. ეს შემთხვევა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. სხვა დროს მეცინებოდა და ვამბობდი ხოლმე, რა წაიღო ტვინი-მეთქი. გიორგი მეუბნებოდა, ბევრი ბრძოლის გადატანა მოგიწევს და არ შეგეშინდესო. ვიცოდი ჩემი შვილის არჩევნის შესახებ და ამიტომ მზად ვიყავი ყველაფრისთვის. არ მეშინოდა, პირიქით, მშიშარა ვიყავი და, მადლობა ეშმაკს, რომ გამაძლიერა. ალბათ, იმიტომ მოვიდა ჩემთან, მორწმუნე რომ ვარ. ურწმუნოებს ისედაც თავის ჭკუაზე ათამაშებს და მორწმუნეები უნდა გადაიბიროს. ძალიან გამიხარდა, ღვთისმშობლის ხატს რომ წამოუვიდა მირონი. ეს ხატი ციგნის ბავშვისგან ვიყიდე მეტროში. ეშმაკი მხოლოდ ღვთისმშობლის სახეს ვერ იღებს, ყველა დანარჩენ წმინდანად გადაქცევა შეუძლია. სწორედ ამიტომ გამიხარდა, პირველი მირონი ღვთისმშობლის ხატს რომ დასდინდა. 38 მირონმდინარი ხატიდან უმეტესი ღვთისმშობლისაა. 
– განიკურნა ვინმე მირონის ცხების შემდეგ?
– ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, რადგან, სულ ცუდი რაღაც მესმის – ან ვინმეს ავადმყოფობა, ან სიკვდილი. მაგრამ, აქ ისეთი ხალხი მოდის, ნეტა ისევ ტელევიზორისთვის მეყურებინა. ლეიკემიით დაავადებული 100-ზე მეტი ბავშვი მოიყვანეს. ძალიან ბევრი განკურნა; 11 წლის ხაშურელმა გოგონამ, რომელიც შვიდი თვე კომაში იყო, მესამედ მირონის ცხების შემდეგ თვალები გაახილა. 10 ადამიანი გამოვიდა კომიდან, ორმა სმენის აპარატი მოიხსნა. ერთი-ერთ მათგანს 25 წელი ეკეთა სასმენი აპარატი. დილით რომ იცხო მირონი, საღამოს უკვე სმენა დაუბრუნდა; ახლა საათის წიკ-წიკის ხმაც მესმისო, უთქვამს. უშვილო ოჯახები მოდიან, 22 ორსული გვყავს უკვე და აქედან ორი ტყუპებს ელოდება. 15, 9, 7 წლის უშვილოები მოდიან, ახლახან 20 წლის ცოლ-ქმარი ჩამოვიდა ლაგოდეხიდან.  სამი ინვალიდი დადგა ფეხზე – 5 წლის ქუთაისელი ბავშვი ჩამოიყვანეს. ამბის გასაგებად რომ დავურეკე, მითხრეს, კედელ-კედელ დაიწყო სიარულიო. ერთი გოგო ჰყავდათ მოყვანილი – დღესასწაულებზე ხორცი უღრმავდება და ხატები ესახებაო. ისეთი ხალხი მოდის, არაფერი აღარ მიკვირს.  შვიდი ხატია მობრძანებული მათ შორის – მე-14 საუკუნის უფლის, მე-17 საუკუნის ღვთისმშობლის და, კიდევ, სწრაფლშემსმენელი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაიწვა და სახე თავად აღიდგინა. ხატებს მომლოცველები ტოვებენ ხოლმე. ოთხ მათგანს მირონი გადმოუვიდა, ერთ-ერთი არის ჩემი მეზობლის ხატი. რომ ჩამომიტანა, იმ დღეს გამოეცხადა თავისი გარდაცვლილი ქალიშვილი. ავტოკატასტროფაში დაეღუპა 24 წლის გოგო და 27 წლის სიძე. ხუთი წელი გავიდა უკვე ამ შემთხვევიდან. როგორც თვითონ ყვება, სიზმარი იყო თუ გამოცხადება, არ ახსოვს; ჩემი გოგოს დაკრძალვის დღე იყო და, არ მინდოდა, გამეშვაო. მომიბრუნდა და მითხრა:  ნუ გეშინია, დედა, სასწაული მოხდება ჩვენთანო. მეორე დილით ვნახე, მის მიერ ჩამოტანილ ორივე ხატს მირონი სდიოდა. 
– მსგავსი შემთხვევების თუ გჯეროდათ აქამდე?
– მჯეროდა, როგორ არა. რუსთავში იყო ოჯახი, სადაც მამა გაბრიელის 9 ხატს სდიოდა მირონი. ვერანაირად ვერ მოვახერხე მოსალოცად წასვლა და ძალიან დამწყდა გული. ყოველთვის მინდოდა, მსგავსი რამ ჩემი თვალით მენახა. მამა გაბრიელი დამესიზმრა დაახლოებით 2 თვის წინ. საერთოდ, იშვიათად ვხედავ ხოლმე სიზმარს, თუმცა, სულ ერთი და იგივე რაღაცა მესიზმრება: თითქოს მე და ჩემი შვილი, გიორგი, ტყეში მივდივართ. ახლაც იგივე სიზმარი ვნახე, ოღონდ, მამა გაბრიელი და კიდევ ერთი მოგვყვებოდა. ჩვენ ვცდილობდით, მათ ლანდს გავქცეოდით, მაგრამ ბერმა გაბრიელმა მითხრა, იმიტომ ვდგები თქვენს ჩრდილში, რომ გამოცხადება მაქვსო, თუმცა, აღარ უთქვამს, რა გამოცხადება, თან, მეც გამომეღვიძა. 
– გინდოდათ, თქვენი შვილი შავი ბერი გამხდარიყო? რა თქვა, როდესაც ხატებიდან მირონდენის შესახებ შეიტყო? 
– არ მინდოდა, შავი ბერი რომ გამოსულიყო, მაგრამ, გავუშვი – ვიფიქრე, ვერ გაძლებს და მობრუნდება-მეთქი, თუმცა, შევცდი. გიორგიმ გვიან შეიტყო ყოველივე ამის შესახებ – ტელეფონით კონტაქტი არ გვაქვს და მთელი რვა თვის უნახავი მყავდა. ვიდრე კურთხევა არ აიღო, მანამდე არ მიჰკარებია მირონს, შორიდან უყურებდა. მეუბნებოდა, თქვენ ვერ აღიქვამთ, მირონი რა არის; არც კი გეშინიათ, ისე ჰკიდებთ ხელსო. მერე მომიყვა: ერთხელ, კიბეზე ჩამოვდიოდი და მამაო შემხვდა. მინდოდა, დაველოცე, მაგრამ, მითხრა, არ მივკარებოდი, რადგან  მირონი ეცხოო. შემდეგ მკითხა: ხვდები, რამხელა მოფრთხილება სჭირდება ამასო? მეც ვცდილობ, მოვუფრთხილდე – თუ მამაოები არ მოვლენ, ისე არ ვიცხებ ხოლმე.

http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები