1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა და მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე ისაუბრა.

„როდესაც რუსთავი 2-ში მოვედი ბევრი შეკითხვა არსებობდა ჩემზე. ვეცადე, რომ ყველაფერზე პასუხი გამეცა, მათ შორის ჩემს წარსულზე ვეცადე პასუხი გამეცა. მთავარი იყო რას გავაკეთებდი თუ ხელისუფლების მხრიდან კოლექტივზე ზეწოლა იქნებოდა-მაშინ მე პირობა დავდე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დავიცავდი კოლექტივს. ტელეკომპანია რუსთვაი 2 არის ქვეყანაში დემოკრატიის ერთდერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის ადგილი აღარ რჩება.

დღეს შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც როგორც წესი და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. საუბრის შინაარსი მინდა განვაცხადო:

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასასამართლკოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუთვნებს ხალვაშს. ამას ხვალვე ან შემდეგ დღეს მოჰყვება დაუყოვნებელი აღსრულება და მოთხოვნა იყო, რომ გავწეუილიყავი. მე ვთქვი, რომ არასდროს არ ვიზამ ამას.

მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აქ და ვერ გავუშვი ამერიკაში, არ უნდა დამავიწყდეს, რომ აქვთ კონკრეტული ვიდეობი, რომელიც გამოქვეყნდება, სატელეფონო მოლაპარაკებები, რომელიც სააკაშვილთან მქონდა და ეს გამოქვეყნდება და მე გამანადგურებენ ქვეყნის და ხალხის თვალში,“-განაცხადა ნიკა გავრამიამ. 


ვიდეო: http://rustavi2.com/ka/news/29585

კომენტარები

მსგავსი სიახლეები