სოც. მედია
აქციას ხალხი ემატება - სასამართლოსთან სტუდენტები მივიდნენ
2015-10-19 13:09:08
"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან სტუდენტებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამ წუთებში სასამართლოს შენობასთან მათი ყოფნა მათი მოვალეობაა.
სტუდენტების განცხადებით, "რუსთავი 2" არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების არსებობის გარანტი, რასაც დღეს უდიდესი საფრთხე ემუქრება.
„ჩვენ ვართ ქვეყნის მომავალი და როდესაც ქვეყანაში ასეთი მოვლენები ვითარდება, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელია,“ - აცხადებენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები.
კომენტარები