1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ერთიანობისა და სიმტკიცის შემთხვევაში, საზოგადოებას "რუსთავი 2"-ს ვერ წაართმევენ

რამდენიმე საათში შესაძლოა სიტყვის თავისუფლების ბედი გადაწყდეს. თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ამას დიდწილად პროკურატურის მძევალი მოსამართლის - თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება განაპირობებს.

ივანიშვილის მარიონეტის, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 11 საათზე, საქალაქო სასამართლოში იწყება.

წინაპირობები აჩვენებს რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ნებისმიერ ფასად ჩაიგდოს ხელში დამოუკიდებელი არხი, რომელიც დღეს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოა.

რუსთავი 2, მაყურებელს მხარდაჭერას სთხოვს. ტელეკომპანიის მხარდამჭერები, სასამართლოს ეზოში იკრიბებიან.

გვჯერა რომ ერთიანობისა და სიმტკიცის შემთხვევაში, საზოგადოებას საჭირო და ყველაზე რეიტინგულ არხს ვერ წაართმევენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები