1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს

NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს. 

კითხვაზე - როგორ აფასებთ თბილისის მერ დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, არ ვიცი -7%.

კითხვაზე, როგორ აფასებთ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია, 15% ცუდად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას, 20% – საშუალოდ, 4% კი – კარგად.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები