მსოფლიო
NDI: გამოკითხულთა 43% მიიჩნევს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
2015-10-12 11:49:07
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 9 % მიიჩნევს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა და სოფელში გაუმჯობესდა.
47% - ის აზრით, 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით, ვითარება იგივე დარჩა.
გამოკითხულთა 43% კი აცხადებს რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ, საცხოვრებელი პირობები მის ქალაქსა თუ სოფელში, გაუარესდა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.
საქართველოს მასშტაბით 4 448 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.
აღნიშნული კვლევა ძირითადად, ადგილობრივ თვითმმართველობების საკითხებზეა ორიენტირებული.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს და საგარეო ურთიერთობების საკითხებს მოიცავს, ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
კომენტარები