1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად, ვალების გადასახდელად, დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან დასაკავშირებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ სულიერ განათლებას. მატერიალურ საკითხებს ნაკლებად შეეხეთ. 

კურო
ყველა დაწყებულ საქმეს დაასრულებთ, თუ დახმარებას ერთგულ მეგობრებს სთხოვთ. რჩევებისთვის კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს უნდა მიმართოთ. 

ტყუპი
არავის ენდოთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს შეიძლება ბოროტად ახლობელმა ადამიანებმაც გამოგიყენონ. 

კირჩხიბი
გადახედეთ უკვე შესრულებულ საქმეებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. 

ლომი
დილა სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, საღამო - ოჯახს, შვილებს, მშობლებს. საყვარელი ადამიანი შეგიძლიათ რომანტიკულ პაემანზე მიიპატიჟოთ. 

ქალწული
ნუ განაწყენდებით იმ ადამიანებზე, ვინც თქვენი იმედი არ გაამართლა. მარტივად რომ აპატიოთ, თავი მათ ადგილზე წარმოიდგინეთ. 

სასწორი
მაგნიტივით იზიდავთ წარმატებას, იღბალს. დღეს ისეთ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც მომავალში კარიერის შექმნაში დაგეხმარებიან. 

მორიელი 
დასვენებისა და წუწუნისთვის ვერ მოიცლით. დღეს მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ. არავის გაუმხილოთ საკუთარი იდეები და სამომავლო გეგმები. 

მშვილდოსანი
დღეს გარშემო მყოფებისთვის დამხმარე, სიკეთისა და ღიმილის მომტანი უნდა იყოთ. დადებითი ემოცია პირველ რიგში მშობლებსა და შვილებს გაუზიარეთ. 

თხის რქა
თუ ეჭვიანობასა და კამათს არ აპირებთ, ამ დღეს მშვიდად გაატარებთ. მაქსიმალურად შეეცადეთ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

მერწყული
თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახეთ, თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ. ნურც რაიმეს დამტკიცებას შეეცდებით. ეს თქვენვე დაგაზარალებთ. 

თევზები
თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ წარსულს ვერ შეცვლით, ამიტომ, საკუთარ თავს პირობა მიეცით, რომ დღეს ყველაფერ ცუდს დაივიწყებთ და ხვალიდან ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები