1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაყინული წყალი და ცისფერი გარსი- NASA-ს ახალი აღმოჩენა

NASA-ს კიდევ ერთი აღმოჩენა-პლუტონის გარშემო ცისფერი შრე გამოჩნდა. NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც პლანეტას მანათობელი ცისფერი შრე აქვს გარშემორტყმული.

NASA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მეცნიერების ყურადღება ცისფერმა გარსმა მიიპყრო, რადგან როგორც წესი ნისლის ნაწილაკები წითელი ან ნაცრისფერია.

“ცისფერი ცა, ხშირ შემთხვევაში წარმოიქმნება მზის სხივების პატარა ნაწილებად მიმოფანტვისგან. დედამიწაზე ის პატარა ნაწილები არის ძალიან მცირე ზომის ნიტროგენული მოლეკულები, პლუტონზე კი ისინი უფრო დიდი ზომის არიან,“-აღნიშნულია NASA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კიდევ ერთი აღმოჩენა პლუტონზე გაყინული წყალია, რომელსაც მეცნიერების განმარტებით წითელი ფერი აქვს.

“გაოცებული ვარ იმით, რომ გაყინულ წყალს ასეთი წითელი ფერი აქვს. ჩვენ ჯერ ვერ გაგვირკვევია რა კავშირში არიან ერთმანეთთან პლუტონის ზედაპირზე არსებული გაყინული წყალი და მოწითალო ფერის tholin-ები,”-ნათქვამია NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


rustavi2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები