1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსი  სვეტლანა ნიორაძემ აცხადებს , დღეს საღამოს შავი ზღვის სანაპიროზე დაიწყება ძლიერი წვიმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მთელი ღამის განმავლობაში გასტანს. დღისით იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება ასევე ქარიც.
8-9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 17-22 გრადუსის ფარგლებში იქნება. 9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ნელექი შეწყდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაიკლებს და აცივდება. 
8 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 18-24 გრადუსი იქნება, თბილისში - 21 გრადუსი. 9 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12-17 გრადუსია მოსალოდნელი, თბილისში - 15 გრადუსი. 
9 ოქტომბერს მაღალმთაში, კერძოდ, გუდაურში თოვლჭყაპი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ღამით ტემპერატურა -1;+4 გრადუსი იქნება. 10 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა დაიწევს და აცივდება. 10 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. მთაში იქნება თოვლჭყაპი, ხოლო მაღალმთაში შესაძლოა იყოს თოვლი. 
10 ოქტომბერს დასვლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 15-20 გრადუსი იქნება. თბილისში ტემპერატურა 19 გრადუსი იქნება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები