1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა “Innova” გაიხსნა

თბილისი, 1 ოქტომბერი, 2015 წელი - თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა 7-ში გაიხსნა ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova”. კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია. ახალი კლინიკის გახსნას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო.  

“Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა  “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.
კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი.   კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე.

“ჩვენი სურვილია სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ახალი კლინიკა - “Innova”, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და  აპარტურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“ - აღნიშნავს კლინიკის მთავარი ექიმი გოჩა ჩუტკერაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები