1 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ადრე გაიღვიძეთ და ახლებურად დაიწყეთ დილა, საქმეები. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. კარგია ვარჯიში, სირბილი, სპორტული სიარული. საღამოს შინ დროულად დაბრუნდით, ოჯახის წევრების ან ნათესავებისგან სიურპრიზი გელით. 

კურო
სამსახურის საქმეების მოგვარებისას მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. შეხვდით უფროსს, გააცანით ახალი იდეები და გეგმები. მარტოხელა ადამიანს რომანტიკული ნაცნობობა ელის. 

ტყუპი
დღევანდელი დღის დევიზია: ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე. საყვარელი ადამიანებისთვის შეიძინეთ საჩუქრები. საღამოს ნაკლები დრო გაატარეთ კომპიტერთან და მეტი უფროს ნათესავებთან. 

კირჩხიბი
პოზიტიური დღე გელით. სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ და დროს მხიარულად გაატარებთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებისა და საკუთარი თავისთვის შეიძინეთ საჩუქრები. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

ლომი
დღეს ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ. მოაგვარეთ დაგროვილი სამსახურებრივი საკითხები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ, თამაშ-თამაშით ამეცადინეთ, ასწავლეთ. 

ქალწული
წარმატებული დღე გელით და ეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი საქმე შეასრულოთ. გაბედეთ და დაუმეგობრდით მოწონებულ ადამიანს. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ. 

სასწორი
საინტერესო და სარფიან საქმიან წინადადებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. საღამოს ინტერნეტი გამორთეთ და წიგნი წაიკითხეთ. 

მორიელი 
ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართაც კი. მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ, მაგრამ შინ მისვლას ნუ დააგვიანებთ. 

მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრები წარმატებით დასრულდება. არ გაგიჭირდებათ დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და რთული საკითხების მოგვარება. საღამოს შეიცვალეთ გარეგნობა, გააოცეთ ოჯახის წევრები და მეგობრები. 

თხის რქა
როგორც კი სამსახურის საქმეებს მოაგვარებთ, შეეხმიანეთ მეგობრებს, სპექტაკლს ან კინოსეანსს დაესწარით. შეყვარებულებმა რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს. 

მერწყული
განწყობას საყვარელი მუსიკით ან ვარჯიშით გაიუმჯობესებთ. უფროსსა და კოლეგებს ახალი იდეები გაუმხილეთ. დღეს შეიძლება დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ და მისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინოთ. 

თევზები
არაფერი დაგეგმოთ, დღე ცვლილებებითაა აღსავსე. მოსალოდნელია სიურპრიზები და სასიამოვნო შეხვედრები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. ნუ მიუჯდებით საჭეს ნასვამი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები