2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სვანი მთამსვლელი,რომელსაც საბჭოთა კავშირში ბადალი არ ჰყავს..(ფოტორეპორტაჟი)

მიხეილ ხერგიანი (1932-1969) – საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება. მიხეილ ხერგიანმა დღიურის წერა 1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად
ჩანაწერები 1969 წლის 3 ივლისს წყდება – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე: იტალიაში სუალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. „მე რაც მედლები მაქვს, ყველფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვინ შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.
მიხეილ ხერგიუანის სახელობის სახლ-მუზეუმი მესტიაში " მ. ხერგიანის ქ. 36 - ში მდებარეობს. მუზეუმის I სართულზე, სვანურ მაჩუბში ექსპონირებულია ცნობილი მთასვლელის, პირადი ნივთები – სვანური ყოფისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალა - ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, სამოსი, ალპინისტური აღჭურვილობა, ხატები, სამი დარბაზი ეთმობა ქართული ალპინისტური სკოლის განვითარების ისტორიას, მ. ხერგიანის მოგზაურობებს მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნებში, ფოტოებს, ჯილდოებს, საჩუქრებს, მათ შორისაა: ფერწერული ტილოები, წიგნები, დოკუმენტური ფილმები, ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერი, რომელიც მან მიუძღვნა ხერგიანს, აგრეთვე უახლესი ფოტომასალა ქართველი ალპინისტების მოღწევების შესახებ. itv.ge-ი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმიდან

კომენტარები

მსგავსი სიახლეები