ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ ამ მშვენიერი სასმელის სიყვარულის ყველა მიზეზს. შესაძლოა, აქამდე არც იცოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლუდის გამოყენება მრავალნაირად შეიძლება. იცით თუ არა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ადამიანები მას კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებენ?
გაეცანით გაცილებით მეტ გასაოცარ ფაქტს - 9 მიზეზი, თუ რატომ არის ლუდი იმაზე უკეთესი, ვიდრე გეგონათ!
1. უპირველესად , ლუდი + საკვები = შესანიშნავი ჰარმონია
ბურგერები და ლუდი: შეუძლებელია არსებობდეს ამაზე უფრო ბუნებრივი წყვილი ...ან კვინტესენციალური ფრთები და ლუდი... და ის ყოველთვის გეხმარებათ სანელებლებით მდიდარი საკვების შემდეგ ყელის „ჩაწმენდაში“.
2. ლუდი შესაძლოა უფრო მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩეოდეს, ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელი
ამ მხრივ ყველა ღირსებას ღვინოს მიაწერენ, მაგრამ CNN-ის მონაცემებით ლუდში იმდენივე ანტიოქსიდანტია და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ლუდში ცილების და B ვიტამინის შემცველობა გაცილებით მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც ერთ ალკოჰოლურ სასმელს არ ვუწევთ რეკომენდაციას, როგორც ჯანსაღ საკვებს, თუ მაინც გეგმავთ დალევას, უმჯობესია აირჩიოთ ის, რომელიც რკინას, კალციუმს, ფოსფატებს და ბოჭკოს შეიცავს.
3. შეგიძლიათ საკვები ლუდში ამოავლოთ
შესანიშნავია ლუდში ამოვლებული ქათმის ხორცი ან თევზი, მაგრამ ნიკ ჩეპმენმა DudeFoods.com-დან გადაწყვიტა, შეექმნა ლუდთან და ბეკონთან ერთად შემწვარი Doritos-ი (ჩიფსების ნაირსახეობა). გამონახეთ დრო მის გასასინჯად.
4. დღეში ერთი კათხა ლუდის დალევა ლამაზად დაბერებაში (თუ ქალი ბრძანდებით) აუცილებლად დაგეხმარებათ
New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც დღეში ერთ ჭიქა ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ, ნაკლებად აწუხებდათ კოგნიტიური ფუნქციის დარღვევა იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც კატეგორიულ უარს ამბობდნენ ალკოჰოლურ სასმელებზე. Washington Post-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარები მუშაობენ თეორიებზე, რომელთა თანახმადაც ალკოჰოლი იცავს ტვინს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებით. და თუკი კვლევის საგანი ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის ზომიერი მოხმარებიდან მომდინარე სარგებელია, რატომ არ უნდა იყოს ის ლუდი?
5. ლუდი სასარგებლოა თქვენი გულისთვის...
არ აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ თუ მამაკაცი, ლუდი თქვენს გულს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. იტალიური Fondazione di Ricerca e Cura-ს თანახმად, ლუდის ზომიერი მოხმარება (ერთ პინტა ლუდზე ოდნავ მეტი დღეში) 31 პროცენტით ამცირებს ინფარქტის, ინსულტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ალბათობას.
6. ... და ლუდს შეუძლია თირკმლებში კენჭების წარმოქმნის პრევენცია
ამერიკის ნეფროლოგთა საზოგადოების კლინიკურ ჟურნალში გამოქვეყნებული ახლანდელი კვლევის თანახმად, ლუდს რეალურად შეუძლია თირკმლებში კენჭების ფორმირების რისკის პრევენცია. ამ კვლევის მიხედვით ქალებს და მამაკაცებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ლუდის ზომიერ ოდენობას მოიხმარდნენ, კენჭების განვითარების ალბათობა 41 პროცენტით შეუმცირდათ. აღნიშნულის საპირისპიროდ, გაზიანი წყლის მოხმარება ამ რისკს 23 პროცენტით ზრდიდა.
7. ლუდი თმის მოვლაში გეხმარებათ
ვიზაჟისტმა შალინი ვაჰერამ HuffPost Live-ს განუცხადა, რომ თუ გოგონებს ხვეული თმისგან გათავისუფლება და თმისთვის „დიდი მოცულობის“ მინიჭება სურთ, თავზე გაზგასული გერმანული ან ბელგიური ლუდი უნდა გადაივლონ. ამ მოსაზრებას სხვებიც ეთანხმებიან. Refinery 29-ის მონაცემებით, „ალაო კვებავს და არბილებს თმას, საფუარი კი ამაგრებს თმის ღერებს და ზრდის მოცულობას“. კეტრინ ზეტა-ჯონსის მსგავსი ცნობილი ადამიანებიც კი სარგებლობენ ლუდით თმის მოსავლელად.
8. უკეთესი კანისთვის შეგიძლიათ ლუდში იბანაოთ.
New York Times-ის თანახმად, ევროპაში პოპულარობით სარგებლობს „ლუდის სპაცენტრი“. ადამიანები ამ ცენტრებს მუქ ლაგერში თმის დასალბობად სტუმრობენ მისი ცნობილი თერაპიული სარგებლის გამო. როგორც აღმოჩნდა, ის ასევე კარგია სახის კანისთვის. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მომხმარებლები ასეთ სპაცენტრებში ლუდის ნიღბებით სარგებლობენ, რომელთა შემადგენლობაში შედის დაფქვილი სვია, ალაო და ნაღების ყველი.
9. დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი _ ლუდის გამოყენება საკვების მომზადებისას მის გემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს
არსებობს შესანიშნავი ბლოგერი, სახელად ჯეკი. თავის ვებგვერდზე ის განმარტავს საკუთარ შთაგონებას: „წლების განმავლობაში ლუდით ჩემი აღტაცება გადაიზარდა გატაცებაში, შემექმნა რეცეპტები, რომლებიც ხაზს უსვამს და აძლიერებს იმ არომატებს, რომელთა შექმნაზე წამყვანმა ლუდსახარშებმა ამდენი დრო დახარჯეს“. ის ქმნის მართლაც გასაოცარ რეცეპტებს!!!
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები