2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ დაშორდნენ ნანუკა ჟორჟოლიანი და ირაკლი კოდუა - იხილეთ, ჟურნალისტის ინტერვიუ

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ირაკლი კოდუა ერთმანეთს გაშორდნენ. ისინი ერთად 9 წელი ცხოვრობდნენ და ერთი შვილი - საბა ჰყავთ. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კოდუა საქართველოდან წავიდა, ნანუკა კი საქართველოში დარჩა, თუმცა ქმართან ხშირად ჩადიოდა. ამის შესახებ ტელეწამყვანმა ჟურნალ „სარკეს“ უამბო. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე უკვე 6 თვეა, დაშორებულები არიან. 

- ნანუკა, ხმა თქვენი და ირაკლი კოდუას გაშორების შესახებ, უკვე მერამდენედ, ისევ გავრცელდა. ამჯერად რას გვიპასუხებთ?

- როგორც ცოლ-ქმარი, მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. 

ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს. უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით. 

ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი, თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვიგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება.

- დაშორების გადაწყვეტილება ვინ მიიღო?

- დროთა განმავლობაში ერთად მივიღეთ. მივხვდით, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ. 

ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, ჩვენს ურთიერთობაში რა აღარ იყო. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით, მასთან ჩავდიოდი, ყავას ვსვამდით, გადაწყვეტილება - მოდი, დავშორდეთ - ასე არ მიგვიღია. ხან ირაკლი ფიქრობდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გვეცადა, ხან მე ვფიქრობდი. ასე ხდებოდა, სანამ ორივე არ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე. 


info9.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები