2 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჩვენ ბევრი რამით ვართ უკმაყოფილო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს ბრალია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმის თაობაზე ისაუბრა ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის ონტორინოლარინგოლოგმა ზაზა ხუციშვილმა. მედიკოსის განცხადებით, ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსებს.

 

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება აუცილებელი და დროულია. საჭიროა, რომ პაციენტებმა მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისი პირველად რგოლშივე. მათ უნდა ჩაუტარდეთ გარკვეული კონსულტაციები და ადრეულ პერიოდშივე მიაქციონ ყურადღება ამა თუ იმ სნეულებას, რომელიც მომავალში შესაძლოა მძიმე დაავადებაში გადაიზარდოს. ეს რეფორმა, მისი წარმატებით განხორცილების შემთხვევაში, ერთგვარ სტიმულადაც კი შეიძლება ჩაითვალოს მოსახლეობისთვის“, მიაჩნია მედიკოსს.

 

მის თქმით, ნებისმიერი რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფინანსებს. „საყურადღებო საკითხია ამ რგოლსი დასაქმებული ექიმების ხელფასი. მათ ძალიან დაბალი ანაზღაურება გამოსდით. ზოგჯერ ეს თანხა საარსებო მინიმუმსაც კი არ წარმოადგენს. ასე, რომ ეს ნაწილია პირველ რიგში გასათვალისწინებელი და პარალელურად ყვეა სხვა დანარჩენი, როგორიცაა მედიკოსების გადამზადება, სერვისებზე გეოგრაფიული წვდომის უზრუნველყოფა, ამბულატორიების სათანადოდ აღჭურვა თუ სხვა“, აცხადებს ხუციშვილი.

 

მისი აზრით, მიუხედავად დაგეგმილი რეფორმის მთელი რიგი დადებითი მხარეებისა,  ისეთი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საკმაოდ ძვირი ფუფუნება იქნება ეს რეფორმა, რადგან სავარაუდოდ საკმაოდ დიდი თანხების გამოყოფას მოითხოვს ბიუჯეტიდან. „ჩემი რჩევა იქნება, რომ მოიხსნა ორმაგი დაზღვევა. ვინც არის კერძო დაზღვევაში დაზღვეული, ავტომატურად უნდა მოეხსნათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე გამართლებული მეთოდი“, – მიაჩნია მედიკოსს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები