სოც. მედია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს
2015-09-18 14:17:58
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს:
მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.
ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.
ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე.
კომენტარები