2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი პაპუაშვილის სახლთან აქციის დროს ერთი პირი დააკავეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის დროს, კერძოდ, კვერცხებისა და პამიდვრების სროლისთვის ერთი პირი დააკავეს. 

დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 

დაკავებული ქალაქ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაშია, საიდანაც მოგვიანებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ. შსს-ს ინფორმაციით, ღოღობერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გიორგი პაპუაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს. უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ სადაც გადაინაცვლებს გიორგი პაპუაშვილი, აქცია იქ გაიმართება.

დღევანდელი აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები