2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიგი უგულავას მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ე.წ. მატროსოვის ციხესთან ელოდებიან

გიგი უგულავას მხარდამჭერები და თანაგუნდელები ე.წ. მატროსოვის ციხესთან არიან შეკრებილები. ისინი ციხიდან უგულავას გათავისუფლებას ელოდებიან. 

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა, "ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი არაკონსტიტუციურად ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი". 
"მთელი ამ დროის განმავლობაში გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი იყო და აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად ჰყავდათ ციხეში გამოკეტილი. თუ მართლა ჩრდილოეთ კორეად არ ვიქეცით, გიგი უგულავა რამდენიმე საათში უნდა გამოვიდეს", - აღნიშნა მელიამ. 

ამავე პარტიის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში "ჭორვილის დიქტატურა" ვერ შედგება. "რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს დღეს პრაქტიკულად ყველაფერი უზურპირებული აქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები და მოქალაქეები, არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლებიც დაიცავენ საქართველოს სახელმწიფოებრივ წესრიგს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა. 

ირაკლი აბესაძის განცხადებით კი, აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას როგორც უკანონო პატიმრის გათავისუფლების შესახებ. "სხვა შემთხვევაში უკანონო პატიმრობა არის სისხლის სამართლის დანაშაული", - აღნიშნა აბესაძემ.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები