2 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„არემჯი“ რეკომენდაციებს რომლებსაც მიიღებს აუცილებლად გაითვალისწინებს“

არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ საწარმოებში გარემოზე ზემოქმედების მაჩვენებელი შეისწავლეს. ააიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“  შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვითი მაჩვენებლების შეფასებაზე მუშაობა დაასრულა. კომისია საწარმოებში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა. საერთაშორისო გარემოსდაცვითმა აუდიტორებმა პროფესორმა გრიგორი შმატკოვმა და ირინა ნიკოლაევამ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებსა და მედიის წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი აუდიტის მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც "გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის" დირექტორმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, მათ აღწერეს პრობლემები და ასევე გასცეს რეკომენდაციები.

“ჩვენმა ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა აუდიტზე. ჩვენ აღვწერეთ პრობლემები, შევისწავლეთ და დავდეთ დასკვნები. ასევე, გავეცით რეკომენდაციები. პრობლემა არის ჰაერის, სანაყაროების, წყლის დაბინძურეების და კიდევ სხვა. ჯერ ეს არის შავი მასალა, როდესაც ანგარიშს საბოლოო სახე მიეცემა, მაშინ გახდება სრულიად საჯარო ეს მასალები“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად 6 თვიან პროექტზე ქართველი გარემოსდაცვითი აუდიტორები, გეოლოგები, სამთო და გეოინჟინრები, ნიადაგმცოდნეები და წყლის ექსპერტები მუშაობდნენ. მათ საფუძვლიანად შეისწავლეს თუ რა ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე საწარმოო პროცესები.

დამუშავების პროცესშია ის რეკომენდაციები, რომელსაც აუდიტის დასრულებისას ააიპ  „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია“ კომპანიას გადასცემს.როგორც „არემჯი გოლდის“ გარემოსდაცვითი სამსახურის უფროსი მიხეილ კვარაცხელია აცხადებს,  საბოლოო დასკვნის მიღების შემდეგ, კომპანია „არემჯი“  შესაბამის რეკომენდაციებს, აუცილებლად გაითვალისწინებს. „აღნიშნული აუდიტი მიმდინარეობდა 6 თვე. ეს მოიცავდა მათ ადგილზე ჩასვლას და მის დათვალიერებას, დოკუმენტების შესწავლას. დაახლოებით ერთ თვეში საბოლოო მასალები დაიდება და გადმოეცემა კომპანიას“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ საწარმოებში გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარება  კომპანია „არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით 2015 წლის თებერვალში გადაწყდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები