2 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„არსენი იაცენიუკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს“

„არსენი იაცენიუკსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს“, - ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. 

„ეს არის უკმაყოფილების გამოხატვა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს უკმაყოფილება აქვს ხალხს, ეს უკმაყოფილება მაქვს მეც, როგორც პრეზიდენტს და მე ამის შესახებ საჯაროდ განვაცხადე უმაღლეს რადაში მიმართვის დროსაც. ეს უკმაყოფილება პრემიერმინისტრსა და ოდესის გუბერნატორ სააკაშვილსაც აქვთ. მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერმინისტრსა და მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი კონფლიქტი არ არსებობს. ვითარების გამოსწორების სურვილი აქვს პრემიერსაც და სააკაშვილსაც“, - განაცხადა პოროშენკომ. 

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს ოლიგარქების სასარგებლოდ იღებს. მისივე თქმით, იაცენიუკის მთავრობა რეფორმებს სათანადოდ ვერ ახორციელებს. 

მოგვიანებით, არსენი იაცენიუკმა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები