2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზღვისპირა ქალაქში „ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება

ბათუმი ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს უმასპინძლებს

„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება. 5-6  სექტემბერს ბათუმში “ბათუმობის" დღესასწაული აღინიშნება. პროექტის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს უმასპინძლებს.

კვირას, 6 სექტემბერს, 21:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში (მის: ოდისეი დიმიტრიადის ქ. #1) ანიტა რაჭველის, დავით ალადაშვილისა და გიორგი ცაგარელის მონაწილეობით  კონცერტი გაიმართება, სადაც  მსოფლიო კინომუსიკის შედევრები აჟღერდება. კონცერტზე დაუკრავს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

ქართველი მეცო-სოპრანო ბათუმელებსა და მათ სტუმრებს სასიმოვნო საღამოს პირდება.

საქართველოში ფართო საზოგადოებამ ანიტა რაჭველიშვილი მაშინ გაიცნო, როდესაც ის ცნობილი დირიჟორის დანიელ ბარენბოიმის რჩეული გახდა. მაშინ დირიჟორი ლა სკალას საოპერო თეატრის სადირიჟორო პულტთან იდგა, ანიტა კი ბიზეს “კარმენის” ერთ-ერთ ყველაზე თამამ დადგმაში კარმენის ძალიან პრეტენზიულსა და მრავალმხრივ პერსონაჟს ითავისებდა. ანიტას განგებ მოუხეშავმა და ძლიერმა კარმენმა როგორც ვოკალურად, ისე არტისტული შესრულების თვალსაზრისით არაჩვეულებრივი ეპითეტები დაიმსახურა. ეს მოხდა 2009 წლის დეკემბერში. წარმატებული დებიუტის შემდეგ რაჭველიშვილმა კიდევ ბევრ დიდ სცენაზე გააჟღერა საკუთარი ხმა და ბევრგან აღიარეს როგორც ძლიერი და საინტერესო მეცო-სოპრანო.

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები