სოც. მედია
უშვილოთა წყარო მცხეთაში
2015-09-03 15:38:22
მცხეთაში, ჯვრის მონასტრის ქვემოთ, ფერდობზე, წყარო მოედინება. “ძუძუს წყაროს” ეძახიან და იგი წმინდა ნინოს ლოცვითაა აღმოცენებული. აქვე პატარა საყდარია, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს მორწმუნეებმა. აქ მოსალოცად დღესაც მოდიან არა მარტო რძეგამშრალი მეძუძური დედები, არამედ უშვილონიც. სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვრის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია, რომელიც ნახევარი ყოფილ არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. იმ ეკლესიის ძირში ლკდიდან გამოდის მცირე წყალი. ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით ოდენ დაემალა ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებას. რომელთა დედათა მშობიერობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მივლენან ამ წყაროსთან, უთევენ მოწიწებით ღამეს იმ ეკლესიის გვერდზე და შემდეგ მხურვალისა ლოცვისა წმინდა ნინოს მიერ მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის… მიხეილ საბინინი. მცხეთის ჯვრის მონასტრიდან ბილიკს თუ ჩაყვებით პატარა წალკოტს წაადგებით, სადაც საყდარი და წყარო დაგხვდებათ. წყაროს განსაკუთრებული გემო აქვს. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინო ამ მთის ფერდობზე ღამეებს ლოცვაში ათევდა და მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულმოქმედი წყარო აღმოცენებულა, რომელსაც კურნების ძალა აქვს. ძუძუს წყარო – კლდიდან დღესაც გადმოდის და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, სასწაულებს ახდენს. განსაკუთრებით იგი უშვილოებს და მეძუძურ დედებს ეხმარება. ისტორიული წყაროებში წერია, რომ იქ ძველთაგან დანერგილი იყო ხე, რომლის ძირში წყარო იყოო. იმ ადგილას სადაც წყალი არ არის, ხე არ ამოვა. დღესაც რომ გახედოთ, ერთი მწვანე ადგილი ჩანს, რომელსაც პატარა გულის ფორმა აქვს, სავანესავითაა. რომ შედიხართ პატარა ტყე გხვდებათ. თითქოს სულ სხვა სივრცეში მოხვდით. წყარო ოდიდგანვე არსებობდა, მაგრამ არ ჩანდა, სანამ იქ წმინდა ნინომ არ ილოცა. ხალხმა მას ძუძუს წყარო დაარქვა. სასწაულმოქმედი მაკურნებელი წყალია, განსაკუთრებით ქალებისთვის, ვინც ძუძუს აწოვებს, ვინც უშვილოა… თუ დააკვირდებით პასტერიზებული ცივი რძის გემო აქვს. იგი ნაკურთხია თვითონ წმინდა ნინოს მიერ, მისი ცრემლებია შერეული შიგ. გემოვნებით იგი წააგავს დედის რძეს, სახელწოდებაც აქედან მოდის ”ძუძუს წყარო”, უმი აუდუღარი რძის გემო, ოდნავ ტკბილი, დედის რძესავით ნოყიერი, ცხიმიანი, იგი გახლავთ უნიკალური სამკურნალო თვისებებით. განსაკუთრებით ქალბატონების (მკერდთან) დაკავშირებით დაწყებული სიმსივნიდან სხვადასხვა დაავადებებამდე. აგრეთვე რძე რომ უშრებათ დედებს და ყრმებს ვეღარ აწოვებენ ძუძუს, წმენდს კუჭ-ნაწლავს, და კურნავს აბსოლუტურად ყველა დაავადებას და სნეულებას. და რაც მთავარია ხსნის უშვილობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას.
კომენტარები